კვიპროსის პრეზიდენტი - კვიპროსში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება

კვიპროსში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება. ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კვიპროსის პრეზიდენტმა კვიპროსისა და საქართველოს მრავალწლიან ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტაძრის მშენებლობა სწორედ ამ ურთიერთობის გაძლიერების დასტურია.

„ქართველთა არსებობა კვიპროსზე ძალიან მრავალ წელს და საუკუნეს მოიცავს. მე-10 საუკუნიდან ფიქსირდებიან კვიპროსზე ქართველები. მათ ააგეს მონასტერი პაფოსში. 1571 წელს დარბევის გამო ის მიტოვებულ იქნა.

ჩვენ შორის შედგა მოლაპარკებები და არქეოლოგიური გათხრების დროს ამ ეკლესიის ნანგრევები იქნა ნაპოვნი. ჩვენი საუკუნეობრივი ურთიერთობების აღსანიშნავად კვიპროსმა გადასცა მიწის ნაკვეთი საქართველოს იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც ქართული ეკლესიის ნანგრევებია, ახალი მონასტერი აიგოს“,-განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა.

ამასთან, კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის თქმით, კვიპროსის სახელმწიფო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს დღესაც კვიპროსის სახელმწიფოს ეკონომიკური გაძლიერების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლი აქვთ.

„ვისაუბრეთ იმ იდეების შესახებ, რაც დაგვეხმარება კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. პირველ რიგში, კვიპროსი გააძლიერებს თავის მხარდაჭერას და გააგრძელებს საქართველოს დახასიათებას, როგორც დაცული სახელმწიფოსი. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კვიპროსზე ცხოვრობენ, ავითარებენ კვიპროსის სახელმწიფოს, არა მხოლოდ კულტურული მიმართულებით, არამედ ეკონომიკური გაძლიერების პროცესშიც დიდ მონაწილეობას იღებენ“,-განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა