თბილისის მერია ე.წ. დიღმის ჭალების რეაბილიტაციის პროექტს წარადგენს

კიკვიძის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბერში დასრულდება და პარკი არსებული დიზაინით შენარჩუნდება.

როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რეაბილიტაცია ჯამში 7 ჰექტარ მიწის ფართობზე ჩატარდება.

„ჩვენ დავიწყეთ კიკვიძის პარკის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, რეაბილიტირდება პარკის მთლიანი ტერიტორია, რომელიც არის 7 ჰექტარი. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება დეგრადირებული სივრცეები, მოეწყობა საბავშვო, სავარჯიშო მოედნები, ცხოველებისთვის გასასეირნებელი სპეციალური ადგილები. ასევე ველობილიკები, ამფითეატრი, საგამოფენო პავილიონი, ახალი შადრევანი, სამაგიდო თამაშების ფანჩატურები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უკვე არსებული პარკების რეაბილიტაცია და მოწესრიგება ხდება, პარალელურად კი ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა იგეგმება. კალა კალაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში დიღომის ჭალებთან დაკავშირებული პროექტის დაანონსება მოხდება.

„მნიშნველოვანი პროექტი არის, ძალიან დიდ ტერიტორიაზე იგეგმება მისი განხორციელება. ამ პროექტებით ქალაქი ქალაქს დაემსგავსება და ყველაზე მტკივნეული, რაც არის ჩვენთვის- ეკოლოგიური პრობლემა აუცილებლად მოვაგვარებთ. გოძიაშვილის პარკის რეაბილიტაციაც უკვე სრულდება და ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორი არის ჩვენი მიდგომა და როგორი გვინდა იყოს ეს პარკები, მწვანე სივრცეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო