ზვიად კვაჭანტირაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე - რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა, მთელმა საზოგადოებამ ნახა

რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა რეალურად მთელმა საზოგადოებამ ნახა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ვენეციის კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების შეფასებისას განუცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიმართ მიდგომა, თუ მოვისმენთ რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებებს, იყო ზედმეტად თავდაჯერებული და ქედმაღლული.

„ისინი არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ვენეციის კომისიიდან ჩამოვა ის დასკვა, რაც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, გარკვეულწილად მადისკრედიტირებელი განცხადებაც კი ვენეციის კომისიის მიმართ. როგორც ხუმრობით ვიცით თქმა, რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა, კარგად ნახა მთელმა საზოგადოება. ვინც ვერ დაინახა ან დანახვა არ სურთ, მე მოვუწოდებ კარგად, სიტყვა-სიტყვით წაიკითხონ.

მე ვფიქრობ, ყველა ერთად, ღირსეულად უნდა შევხვდეთ ამ მძიმე დასკვნას, გავიზიაროთ იგი და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ პუნქტების მიხედვით დეტალურად იყოს გაზიარებული. თუ ამას არ გააკეთებს მმართველი გუნდი, მაშინ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ჩავარდეს მისი მიღება. დასკვნის გათვალისწინების გარეშე კანონის მიღება ჩიხში შესვლაა“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა