კვიპროსის პრეზიდენტი - დიდ პატივისცემას გამოვხატავთ საქართველოს სუვერენიტეტის და საზღვრების მიმართ, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული

ჩვენ ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ასევე საზღვრების მიმართ, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, - ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კვიპროსი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ასევე, კვიპროსის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მცდელობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისთვის.

„ჩვენ გავცვალეთ ინფორმაციები იმ საერთო ინტერესების შესახებ, რაც გვაქვს. ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ ჩვენ ორმხრივად დავუჭერთ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენც დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას თავიდანვე უჭერდა კვიპროსი მხარს. ძალიან დადებითი შედეგები მოჰყვა ამას და მინდა, რომ ასევე დადებითი შეფასება მივცე იმ მცდელობებს, რომელსაც როგორც პირადად თქვენ, ასევე მთავრობა არ აკლებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისათვის.

შესაძლებლობა მქონდა, ქალბატონი სალომესგან მიმეღო ის ინფორმაცია მიმდინარე წლის 3 აპრილს არსებული მოლაპარაკებების შესახებ. ჩვენ ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ასევე საზღვრების მიმართ, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. კვიპროსის რესპუბლიკის წვლილი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ ქალბატონო სალომე, არის მცირედი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის სახით“, - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა