კვიპროსის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

კვიპროსის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც ნიკოს ანასტასიადისმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე მათ არამარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არამედ კვიპროსზე არსებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს.

„მე მოვახსენე პრეზიდენტს კვიპროსზე არსებული პრობლემების შესახებ. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არსებული პრობლემა უნდა რამენაირად გადაწყდეს და რა არის ის შესაძლებლობები, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, როგორც თურქი კვიპროსელები, ასევე კვიპროსელი კვიპროსელები ცხოვრობდნენ ისეთ სახელმწიფოში, რომელიც მათ მისცემს განვითარების სწორ შესაძლებლობებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინით ვართ აღსავსე. კვიპროსელი ხალხის სახელით, მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, გაერო-ს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის და ვინაიდან საერთო პრინციპები გვაქვს, თქვენი მხარდაჭერა ამ რეზოლუციებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამისთვის ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ“, - განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა