თსუ „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამა 10 წლისაა

საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უკვე 10 წელია ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, იუბილე კურსდამთავრებულებს და პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ და სხვა საპატიო სტუმრებმა მიულოცეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ "საჯარო მმართველობის" სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პროგრამა საერთაშორისოდ აკრედიტირებულია და ამ პროგრამის ანალოგი საერთოდ არ არსებობს რეგიონში. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ უნივერსიტეტით ან ქვეყნით, არამედ მას რეგიონული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა თამარ ზარანდიამ.

მათივე ინფორმაციით, პარლმენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე წლის განმავლობაში „საჯარო მმართველობის“ პროგრამაში ჩართული იყო როგორც ლექტორი, შესაბამისად, იცის რამდენად საინტერესო და წარმატებულია პროგრამა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში საჯარო ადმინისტრირების განვითარებაში. გვყავს არაერთი წარმატებული სტუდენტი, რომელიც დღეს მუშაობს საჯარო მმართველობის სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამოქალაქო საზოგადოებაშია წარმოდგენილი და თითოეულ მათგანს საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უნივერსიტეტის ცნობით, პროგრამის განხორციელებაში 10 წლის განმავლობაში აქტიური მონაწილეობისა და თანადგომისათვის მადლობის ნიშნად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი გადაეცა გერმანელ პროფესორ ზიგფრიდ მაგიერას. გერმანელმა პროფესორმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს ჯილდოსთვის.

შპაიერის უნივერსიტეტის პროფესორმა, "საჯარო მმართველობის" ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა გერმანული მხრიდან კარლ-პეტერ ზომერმანმა აღნიშნა, რომ პროგრამის მთავარი იდეა ის იყო, რომ შექმნილიყო ერთგვარი სინთეზი, რომელიც მომავალ საჯარო მოხელეს მისცემდა მრავალმხრივ განათლებასა და ცოდნას.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს გადავცეთ საერთაშორისო ევროპული ხედვა საჯარო მმართველობაში, რაც გულისხმობს მეტ საერთაშორისო და ევროპულ სამართალს. ჩვენ გვინდა გავაფართოვოთ სტუდენტების თვალთახედვა საერთაშორისო და დისციპლინარულ აზროვნებაში“, - განაცხადა კარლ-პეტერ ზომერმანმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე მაგისტრის დიპლომები გადაეცათ 2018-2019 წლის კურსდამთავრებულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო