შალვა შავგულიძე - ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, სრული კონტროლი განამტკიცოს სასამართლოს მთელ ვერტიკალზე

ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ სრული კონტროლი განამტკიცოს სასამართლოს მთელ ვერტიკალზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შავგულიძის თქმით, მმართველი პარტია არ აპირებს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ის რეკომენაციები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარაჩევად ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე გამოსცა.

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს ხვალ, ხმა მისცეს კანონს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაბატონებულ „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს" შესაძლებლობას მისცემს, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარუდგინოს თვითნებურად, ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმების გარეშე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ, ისეთი პიროვნებები, რომლებიც შერჩეულნი იქნებიან ამ „კლანის" მიერ არა სამართლის, არამედ ხელისუფლების მსახურებისთვის მზადყოფნის ნიშნით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, „ქართული ოცნება" არ აპირებს გაიზიაროს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობა არ დააკომპლექტოს ამ მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ და იუსტიციის საბჭომ, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა მეტად დაბალია. ამას აღნიშნავს რეკომენდაციაში ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოს მიმართ, მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანაში აუცილებელია უზენაესი სასამართლო ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობა. "ქართული ოცნება" ასევე არ აპირებს გაიზიაროს ვენეციის კომისიის, არასამთავრობო სექტორის, საპარლამენტო, თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა შენიშვნებიც კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა შავგულიძემ.

ამასთან, შალვა შავგულიძემ და ნინო გოგუაძემ 18 აპრილს, 14:30 საათზე, უზენაეს სასამართლოსთან შეკრება დაანონსეს. მათი თქმით, მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა