საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა დღეს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხელი მოაწერეს სამ დოკუმენტს: ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ; სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის დღეს გაფორმებული დოკუმენტები მნიშვნელოვანი როლის მატარებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო