ლევან მურუსიძე - რატომ არის აუცილებელი მოსამართლის გამოცდის გაუქმება, ჩემ დიდ გაკვირვებას იწვევს

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოსამართლეების გამოცდა მოიხსნება, თუმცა რატომ არის ეს აუცილებელი, ჩემ დიდ გაკვირვებას იწვევს, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების მოხსნა აუცილებელი და მაგალითისთვის მოიყვანა ბოლო ორი გამოცდა, რომელიც იუსტიციის საბჭომ ჩაატარა და აღნიშნა, რომ გამოცდები ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდა.

„ჩემთვის ძალიან გასაკვირია, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზენაეს სასამართლოში კანდიდატები უნდა შეირჩნენ კეთილსინდისიერებით და კომპეტენტურობით და როდესაც ადამიანებს აქვს კომპეტენციაზე პრეტენზია, ის იძახის, მე არ მინდა გამოცდის ჩაბარება. ეს უბრალოდ ჩემ დიდი გაკვირვებას იწვევს. შეხვედრაზეც დავაკონკრეტე, რომ თუ არის გამორჩეული რეპუტაციის ან კვალიფიკაციის ადამიანი, იმაზე მოვხსნათ თემა და მოვხსნათ გამოცდა, მაგრამ თუ ადამიანს აქვს პრეტენზია უზენაეს სასამართლოში მუშაობის, ელემენტარულად, გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. ეს მართალია, საბოლოოდ პარლამენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემთვის გასაკვირია. გამოცდის წარმატებით ჩაბარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო კვალიფიკაციის დადასტურების. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამოღებული იქნება ეს ნაწილი და ისე გავა სხდომაზე დასამტკიცებლად. თუ უმრავლესობის დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, მე მოხარული ვიქნები,“- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო