ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძე აპირებს, ერთი ან ორი რეკომენდაცია გაითვალისწინოს - მოსალოდნელიც იყო, რომ მას ფორმალური დამოკიდებულება ექნებოდა

უამრავი ცვლილების ნაცვლად, ირაკლი კობახიძე აპირებს, რომ ერთი ან ორი რეკომენდაცია გაითვალისწინოს, ეს პროცესს დემოკრატიულობას ვერ შესძენს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს ვენეციის კომისიის მიმართ აქვს ფორმალური დამოკიდებულება.

„მოსალოდნელი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნებოდა ფორმალური დამოკიდებულება ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოს მიმართ. უამრავი ცვლილების ნაცვლად, კობახიძე აპირებს, რომ გაითვალისწინოს ერთი ან ორი ცვლილება და ეს რა თქმა უნდა, დემოკრატიულობას ვერ შესძენს პროცესს, რომელიც წარიმართება. ეს მოიტანს ძალიან ცუდ შედეგს და უდიდეს რეპუტაციულ დარტყმას. ვენეციის კომისია არის ჩვენი პარტნიორი და მის მიმართ ასეთი უდიერი დამოკიდებულება, ჯერ დაჩქარება და მერე მისი რეკომენდაციების გადაგდება გვერდზე, მოიტანს მძიმე რეპუტაციულ დარტყმას ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა