კამათის გამო, პარლამენტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა

პარლამენტის პლენარული სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა. სხდომის წამყვანა ირაკლი კობახიძემ ტექნიკური შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დეპუტატი ზაზა კედელაშვილი სხდომათა დარბაზიდან დეპუტატთა სათათბირო ოთახისკენ გაემართა და მას უკან პარლამენტის წევრები გაჰყვნენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, შელაპარაკება მოხდა დეპუტატ ზაზა კედელაშვილსა და მანდატურს შორის, რომელმაც დეპუტატს შენიშვნა მისცა.

"ზაზამ ჩათვალა, რომ მას ცოტა ზედმეტი მოუვიდა თავის გამონათქვამში და საპირისპიროდ მისცა შენიშვნა. ვფიქრობ, ზაზა კედელაშვილია მართალი", - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტის მეორე მოსენით განხილვა დაიწყო. განხილვის დაწყებისთანავე დეპუტატებს შორის ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებას. საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის გადადებას ითხოვს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს