ოპოზიცია მმართველ გუნდს ურჩევს, რომ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადადოს

ოპოზიცია მმართველ გუნდს ურჩევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებების განხილვა ორი კვირით გადადოს, რადგან დღევანდელ სესიაზე დარიგებულ პროექტში არ არის ასახული ვენეციის კომისიის არც ერთი რეკომენდაცია. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ სხდომაზე განაცხადა, დეპუტატებს დაურიგდათ კანონპროექტი, რომელიც არ ასახავს საბოლოო პროდუქტს.

კახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს შესთავაზა, რომ დაინიშნოს ბიურო, გადაიდოს კანონპროექტის განხილვა და ინიციატორმა დოკუმენტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ასახოს.

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“. პროექტი, რომელიც დარიგებულია, მასში არაა ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ამ პროექტში არ არის ასახული არც საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხი, არ არის ასახული არც ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, არაა გათვალისწინებული არც ის, რომ გარკვეული ლიმიტი დაწესდეს იმაზე, პარლამენტის თითო სესიაზე რამდენი მოსამართლე უნდა იყოს არჩეული თანამდებობაზე. ანუ ამ პროექტში, რომელიც დღეს განსახილველად არის დარიგებული, არც ერთი რეკომენდაცია არ არის ასახული. ბატონო ირაკლი, მე მოგმართავთ თხოვნით, რომ ჩავატაროთ ბიუროს სხდომა, გადავდოთ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით, მანამდე მომხსენებელმა ასახოს ყველა ეს რეკომენდაცია და ისე განვიხილოთ თემა და არა ისე, რომ განსხილველად გვქონდეს დარიგებული დოკუმენტი, რომელიც არ ასახავს საბოლოო პროდუქტს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო