ლევან მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე - კომფორტული იქნებოდა თუ ამ საქმეს მე არ განვიხილავდი - მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მიმაჩნდა სწორად

ჩემთვის ძალიან კომფორტული და კარგი იქნებოდა გირგვლიანის საქმე მე რომ არ განმეხილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსამართლე ლევან მურუსიძემ განუცხადა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიაჩნდა სწორად.

„არ მგონია, მოსამართლისთვის რომელიმე გადაწყვეტილება საამაყო იყოს ან ნაკლებ საამაყო. მოსამართლე ვალდებულია ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მასთან იქნება განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მას მიაჩნია კანონიერად და შეესაბამება მის შინაგან რწმენას. მე ათასობით საქმე მაქვს განხილული და არ არის სალაპარაკო რომელია საამაყო და რომელი ნაკლებ. ნებისმიერი საქმე არის მნიშვნელოვანი, ეხება ადამიანის ბედს და ის კონკრეტული საქმე იმ ადამიანისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მოსამართლე ვალდებულია მიუდგეს ერთნაირი გულმოდგინებით და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილებაც, რაც სწორად მიიჩნია და თუ არ არის სწორი ზემდგომი ინსტანციები არსებობს. მოსამართლეს არ აქვს არჩევანი- რომელი საქმის განხილვა მოსწონს ან აირჩიოს საქმე. ჩემთვის ძალიან კომფორტულ და კარგი იქნებოდა თუ ამ საქმეს მე არ განვიხილავდი, რადგან ამ საქმის განხილვაში მე მომიწია მონაწილეობის მიღება, მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად“,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა