გიორგი მიქაუტაძე - პარლამენტის თავმჯდომარეს ვერ დავეთანხმები, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხის გათვალისწინება

პარლამენტის თავმჯდომარეს ვერც იმაში დავეთანხმები, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხი და პროექტი ასე იყოს მიწოდებული პარლამენტისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა.

მიქაუტაძემ დღეს ისიც აღნიშნა, რომ თუკი ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული და კანონში ასახული იქნება, მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაემორჩილება.

„კანონპროექტის არსებული რედაქცია ითვალისწინებს იმას, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი არც ერთ პროცედურაში არ მონაწილეობს, გარდა ერთისა - საბოლოო კენჭისყრისა, სადაც კონკურენცია აღარ არის და იმდენი კანდიდატია, რამდენიც ვაკანსია. აქ კონკურენცია აღარ არის. შესაბამისად, ერთ ვაკანსიაზე არის მხოლოდ ერთი კანდიდატი. აი ამ კენჭისყრაში მონაწილეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ისიც საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის გამორიცხვით. ინტერესთა კონფლიქტზე არის ვენეციის კომისიის მეორე რეკომენდაცია, რაც ერთმანეთთან ახლო ბმაშია. ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ 2/3-იანი კვორუმი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, პროცესი ჩიხში შეიყვანოს და პარლამენტმა იფიქროს, რომ პროცესი ჩიხში არ შევიდეს. მაშინ მე მექნება შეთავაზება, რომ აღნიშნული რეკომენდაცია გაითვალისწინონ და კვორუმი ნახევარზე დაწიონ. ესეც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, თუმცა მას არავინ ეთანხმება“, - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის ყველა პროცედურიდან გამოირიცხოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს