მაია ბითაძე ოპოზიციას მოუწოდებს, მერიის თანამშრომლების შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე ოპოზიციას მოუწოდებს, მერიის თანამშრომლების შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ.

მაია ბითაძე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ დოკუმენტის გასაჯაროებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიამ "სითი პარკთან" მხოლოდ სამართლებრივი რისკების შეფასებისა და შემცირებისთვის სარეზერვო ფონდიდან 80 ათასი ლარი იურიდიულ კომპანია "ემ ჯი"-ს ერთჯერადად გადაუხადა.

როგორც ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიაში კვალიფიციური იურისტები მუშაობენ, თუმცა, საერთაშოროსო სახელშეკრულებო სამართლიდან გამომდინარე, ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს დამატებით შესყიდვას. მისივე თქმით, ასე მოხდა კომპანია "ემ ჯი"-სთან დაკავშირებითაც, რომელიც "სითი პარკთან" დავის გადაწყვეტის პროცესში მერიის ინტერესებს დაიცავს.

„ძალიან არაკომპეტენტურია ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ოპოზიციურმა პარტიებმა მერიის თანამშრომლებს, მათ შორის, იმ იურისტებს, რომლებიც მერიაში მუშაობენ. ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება და კარგად გაერკვნენ ოპოზიციური სპექტრის ის წარმომადგენლები, რომლებიც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, რომ არ გვყოფნის კომპეტენცია ან არაკვალიფიციურები არიან მერიის თანამშრომლები. არის რიგი შემთხვევები, როდესაც გარკვეულ საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებს შეიძლება ეხებოდეს ესა თუ ის საკითხი. შესაძლოა, ამ კუთხით სახელმწიფო სტრუქტურას დამატებითი მომსახურება დასჭირდეს, მათ შორის საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების გამოყენებით. ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესი, რაც ხორციელდებოდა იმავე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. ეს არის პროცესი, რომელსაც არაფერი განსახვავებული არ აქვს სხვა რეგულარული პროცესისგან.

ყოფნის თუ არ ყოფნის კომპეტენცია, მე გეტყვით, რომ აუარებელია განცხადებების რაოდენობა, მათ შორის ლეგალიზების კუთხით, რომელსაც იურიდიული სამსახური განიხილავს, შესაბამისად, ის სპეციფიკა, რომელიც საერთაშოროსო სახელშეკრულებო სამართლოდან გამომდინარეობს, საჭიროებს დამატებით მომსახურებას. ვთხოვ მათ, შეწყდეს მერიის თანამშრომლების შეურაცხყოფა",- განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიამ "სითი პარკთან" მხოლოდ სამართლებრივი რისკების შეფასებისა და შემცირებისთვის სარეზერვო ფონდიდან 80 ათასი ლარი იურიდიულ კომპანია "ემ ჯი"-ს ერთჯერადად გადაუხადა.

"კალაძემ ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტს კიდევ ერთხელ მიაყენა ზიანი და კიდევ ერთხელ აღიარებს იმას, რომ კომპეტენტური იურისტები არ ჰყავს დედაქალაქის მთავრობაში დაქირავებული და ამიტომ სჭირდება სხვა კომპანიის დაქირავება",- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა