პარლამენტის პლენარული სხდომა 15:00 საათისთვის გადაიდო

პარლამენტის პლენარული სხდომა 15:00 საათისთვის გადაიდო. სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებების განხილვა ვერ მოხერხდა, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნა განხილვის გადადება იყო.

სესიაზე დაისვა საკითხი, რომ განხილვა მას შემდეგ დაიწყოს, რაც კანონპროექტის ის ვარიანტი დარიგდება, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება ასახული.

როგორც დეპუტატების პასუხად სხდომის წამყვანმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, მომხსენებელი ანრი ოხანაშვილი წარმოადგენდა ცვლილებებს, რომლის ასახვაც კანონპროექტში იგეგმება. კობახიძემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მიღებული პრაქტიკაა, როცა პროექტი მეორე მოსმენით განხილვისას სესიაზე სწორდება.

აღნიშნული პოზიცია ოპოზიციონერმა დეპუტატება არ გაიზიარეს. საბოლოოდ ირაკლი კობახიძემ სხდომის 15:00 საათამდე გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა