„ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ იმართება

„ვითიბი ბანკი“ განაგრძობს ქართული ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერას. 16 აპრილს, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, ტურნირში მონაწილეობას იღებს 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა რვა გუნდი.

A ჯგუფი: დინამო თბილისი (საქართველო), ვულვერჰემფთონ უონდერსი (ინგლისი), ემპოლი (იტალია), ციურიხი (შვეიცარია).

B ჯგუფი: სსფ-ს აკადემია (საქართველო), დინამო კიევი (უკრაინა), ფეიენოორდი როტერდამი (ჰოლანდია), სპორტინგი ბრაგა (პორტუგალია).

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 21 აპრილს დასრულდება. ფინალური მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო