„სამოქალაქო მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გამართა

„სამოქალაქო მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა რუსთაველის 22-ში საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გამართა და შტაბის ხელმძღვანელად ალექსანდრე ელისაშვილი დაასახელა.

ლევან იოსელიანის თქმით, ალეკო ელისაშვილს პოლიტიკურ საქმიანობაში დიდი გამოცდილებას აქვს. ამასთან, მისივე განმარტებით, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარობისთვის 42 ნომრით იბრძოლებს.

როგორც ლევან იოსელიანმა ოქროყანის, მთაწმინდის, სოლოლაკის და ვერის მცხოვრებლებს განუცხადა, მისი საარჩევნო შტაბი დღეიდან ამოქმედდა, სადაც მზად არიან მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად და მათთან ერთად საბრძოლველად.

ლევან იოსელიანის თქმით, შტაბში იმუშავებს ტელეფონი შემდეგი ნომრით - 0322990037, სადაც სურვილის შემთხვევაში მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ პრობლემაზე დაუკავშირდნენ კანდიდატს და მის შტაბს.

აღნიშნულ ინფორმაციას ლევან იოსელიანის შტაბი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო