ხათუნა გოგორიშვილი კობახიძეს - თქვენი დამოკიდებულება პარლამენტისადმი ის არის, რომ ოღონდ ვინმემ პულტზე თითი მიაჭიროს და მწვანე და წითელი ღილაკები გაარჩიოს

გასაგებია, რომ თქვენი დამოკიდებულება პარლამენტისადმი არის ის, რომ ოღონდ პულტზე ვინმემ თითი მიაჭიროს და მწვანე და წითელი ღილაკები გაარჩიოს, მაგრამ ყველას არ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დეპუტატებმა იცოდნენ ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაციები რა ფორმულირებით და რა რედაქციით იქნება გაზიარებული კანონპროექტში.

„თქვენ ხედავთ, რომ პროცედურული შენიშვნები ამ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით მარტო ოპოზიციას არ აქვს, უმრავლესობასაც აქვს, იმიტომ, რომ თქვენ გუშინ დაანონსეთ სხვაგვარი პროცედურა. რომელი რეკომენდაციის გაზიარება ხდება, რომელ მუხლში და რა ფორმულირებით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიღებიდან 15 წუთში ჩვენ ვისმენდით, რომ რაღაც პირველადია, რაღაცა მეორადია, რაღაცის გათვალისწინება სრულად მოხდებს, რაღაცის - ნაწილობრივ. ასე, რომ რომელ რეკომენდაციებს ითვალისწინებთ, რომელ მუხლში მოხვდება ასახვა და რა რედაქციით, რა ფორმულირებით დაგვირიგეთ პარლამენტის ყველა წევრს. გასაგებია, რომ თქვენი დამოკიდებულება პარლამენტისადმი არის ის, რომ ოღონდ პულტზე ვინმემ თითი მიაჭიროს და მწვანე და წითელი გაარჩიოს, მაგრამ დამერწმუნეთ, ყველას არ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა