დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი - სამეფო ოჯახს შორის ქონების გაყოფაზე დავა 3 ავტომობილს შეეხება, რომელთაგან ერთი ჯართშია ჩაბარებული

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სამოქალაქო დავაზე გადაწყვეტილება, რომელიც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას ეხება, 8 მაისს გამოცხადდება.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, დავა 3 ავტომობილს შეეხება, რომელთაგან ერთი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია, რადგან ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ჯართშია ჩაბარებული.

ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული ავტომობილები ქორწინების პერიოდში არ არის შეძენილი და ეს ქონება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ეკუთვნის.

საპირისპიროს ამტკიცებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი, ლევან გორელაშვილი და აღნიშნავს, რომ ქონება წყვილის თანაცხოვრებისას არის შეძენილი. გორელაშვილი განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანა არ უნდა გაუჭირდეს.

„სასამართლოს აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება აქვს, რაც მსგავსი კატეგორიის საქმეში შეიძლება მტკიცებულების სახით მოხვდეს იმისთვის, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კოდექსის შესაბამისად გაყოს. ვფიქრობ, სასამართლო მარტივად შეძლებს ამ საკითხებში გარკვევას და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ფაქტობრივი ქორწინება ესპანეთში არ შეწყვეტილა, ის გაგრძელდა საქართველოშიც, ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს, ჩვენ დღესაც წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ანას საგურამოში ცხოვრების ფაქტს ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, რაც პირდაპირ არის დადასტურება, რომ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტა არ უკავშირდება წყვილის ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნებას.

დღეს წარდგენილი მტკიცებულებები ეხებოდა ანას მობილური ტელეფინის დეტალურ ამონაწერს "მაგთიკომიდან" , სადაც დაფიქსირებულია, თუ როდის ხდებოდა მისი ტელეფონის ნომრის დაფიქსირება საგურამოს დაფარვის ზონაში არსებული ანძის მიერ", - განაცხადა გორელაშვილმა.

შემდეგი სხდომა, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, 8 მაისს, 11 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის კიდევ ერთი სამოქალაქო დავა, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირას განუხილველად დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა