ელენე ხოშტარია კობახიძეს - მანდ რომ დაბრძანდით, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ რასაც გინდათ იმას გააკეთებთ? პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს შემაღლებულზე ჯდომას

თქვენ მანდ რომ დაბრძანდით, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ რასაც გინდათ იმას გააკეთებთ პარლამენტში? პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს უბრალოდ შემაღლებულზე ჯდომას, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე მიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატები იმ კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვენ, რომელიც უმრავლესობამ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით შეიმუშავა. გარდა ამისა, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის პროტესტი იმან გამოიწვია, რომ მათ, კანონპროექტთან ერთად არ დაურიგდათ ტექსტი, სადაც ასახული იქნებოდა ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს უმრავლესობა.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის გადასადებად ბიძინა ივანიშვილთან დარეკვა ურჩია.

„ვერ გავიგე ეს რა დამოკიდებულებაა? დეპუტატები გეუბნებით, რომ ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისთვის, რომელზეც მსჯელობს მთელი არასამთავრობო სექტორი, რომელზეც მთელი საზოგადოება წუხს, რომელზეც საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საგანგებო განცხადებებს აკეთებს, დაწერილი მინდა ვნახო, ვიდრე განვიხილავ. თქვენ მანდ რომ დაბრძანდით, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ რასაც გინდათ იმას გააკეთებთ პარლამენტში? რას ნიშნავს არ გადავდებ? დაწერილი მინდა ვნახო, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელო. თქვენ მეუბნებით, რომ მორიგ ჯერზე მოვუსმინო ანრი ოხანაშვილის რაღაც მონათხრობს.

მომისმინეთ, რომ გელაპარაკებით ბატონო ირაკლი, პირადად თქვენ მოგმართავთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს უბრალოდ შემაღლებულზე ჯდომას ან ინსტრუქციების მიღებას და მერე აქ გატარებას. როდესაც დეპუტატები გეუბნებიან ყველა მხრიდან, რომ განხილვისთვის საჭიროა გაცნობა, გადადეთ ეს საკითხი. ან დაურეკეთ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ საკითხი,“ - მიმართა ხოშტარიამ ირაკლი კობახიძეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო