საკრებულოს წევრი ლევან არველაძე მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებს

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან არველაძე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თბილისის მეტროს რეაბილიტაციის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ამ მიმართულებით განსახორციელებელ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, დაგეგმილია თბილისის მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია. მწვანე პოლიტიკა-ჯანსაღი ცხოვრების წესი და საზოგადოებრივი მოსასვენებელი სივრცის მოწყობის ფარგლებში, დაგეგმილია კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის დაკავშირება საფეხმავლო ბილიკით, სადაც მოეწყობა საპიკნიკე და მოსასვენებელი სივრცე,”- განაცხადა ლევან არველაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა