ნაზი ჯანეზაშვილი - თუ გვინდა, რომ ჩინჩალაძის ხალხი არ ხვდებოდეს უზენაეს სასამართლოში, კომპლექსური მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული

მიმაჩნია, რომ პარლამენტი კომპლექსურად უნდა მიუდგეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამოგლეჯილად ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება არსებულ ვითარებას და სურათს ვერ შეცვლის, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ისევ იქნება შესაძლებლობა, რომ ჩინჩალაძემ და იმ ადამიანებმა, ვისაც გავლენა აქვს სასამართლო სისტემაში ისევ შეინარჩუნონ თავიანთი გავლენა და ისევ შეინარჩუნონ თავიანთი ხალხი როგორც ეს აქამდე გააკეთეს. ამიტომ მხოლოდ ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამაზე მაინც დაგვთანხმდნენ, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რეალურად რამე შევცვალოთ ამ ქვეყანაში და ჩინჩალაძის ხალხი არ ხვდებოდეს უზენაეს სასამართლოში, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული კომპლექსური მიდგომა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ისაუბრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე. ჯანეზაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონსტიტუციით უკვე ოთხი თვეა იუსტიციის საბჭოს აქვს უფლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის, ეს საკითხი საბჭოს დღის წესრიგში ერთხელაც არ დაუყენებია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა