20 აპრილს, „წიგნის დღეების“ ფარგლებში,  „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება

20 აპრილს, „ქარვასლაში“ მკითხველებს „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე, ნათია ჯაგოდნიშვილი, იაგო თვალაბეიშვილი და გვანცა გუბელაძე შეხვდებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს, ლიტერატურულ საღამოზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, ქართველი ავტორები უფრო ახლოს გაიცნონ, გაუზიარონ მათ თავიანთი შთაბეჭდილებები და მიიღონ მათგან პასუხები დასმულ კითხვებზე.

„წიგნის დღეები“ სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ 20-23 აპრილის განმავლობაში გაიმართება. მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ქართველ მწერლებს; უფასოდ დააგემოვნონ ცხელი ყავა ან ჩაი; მიიღონ საჩუქრები კონკრეტულ მაღაზიებში განსაზღვრული რაოდენობის თანხის დახარჯვისას. გარდა ამისა, იგეგმება სხვა ბევრი სიურპრიზი და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის; 20-დან 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება წიგნები; 70%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ სტუმრები აუთლეტის წიგნების შეძენას; ხელმისაწვდომი იქნება საკურიერო სერვისი, რათა სტუმრებმა ადგილიდანვე შეძლონ, ადრესატისთვის საჩუქრის გაგზავნა.

„წიგნის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. ღონისძიებები ჩატარდება 17:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მე-2 სართულზე(ც.დადიანის #7).

ღონისძიების ბმული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს