თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს და მკვლევარებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეხვდა.პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დანიელმა მკვლევარებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მიმართ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის და გამოწვევების შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლზე ისაუბრა.

„ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ მოტივირებულ და დაინტერესებულ ჯგუფთან ურთიერთობა. ეს ახალგაზრდები მომავალი მკვლევარები და პოლიტიკოსები არიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია მათთან პირდაპირი კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება, როგორც რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ისე საქართველოს მიღწევებსა, თუ გამოწვევებზე“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა