თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა.

როგორც თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი ბაჩიაშვილი დღეიდან ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს.

„ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის და ამავდროულად, 2013 წლიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას კი, თეა ჯოხაძე დაიკავებს, რომელიც ფონდში 2013 წლიდან მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ფონდის დაფუძნების დღიდან იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, დღეიდან დაიკავებს ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას და იქნება პასუხისმგებელი, ფონდის მანდატის შესაბამისად საქმიანობის გაგრძელებაზე და სხვა საზედამხედველო საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რამდენიმე მათგანი უკვე დასრულებულიც არის და წარმატებით ოპერირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. ფონდი, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს დააბანდოს არსებული კაპიტალი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აერთიანებს ქვეყნისათვის ისეთ სტრატეგიულ საინვესტიციო მიმართულებებს, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და მრეწველობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო