სალომე სამადაშვილი - ვენეციის კომისიისთვის ნათელია, რომ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას საკუთარი ინტერესების მიხედვით გეგმავს

მე დავეთანხმები ირაკლი კობახიძეს იმაში, რომ გარკვეულწილად პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მოხდა ამ რეკომენდაციის გაცემა, რომ დღევანდელმა პარლამენტმა სრულად არ უნდა დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას განუცხადა.

დეპუტატმა იქვე დასძინა, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ კონტექსტს ახსნა აქვს და მიზეზი გახლავთ ფაქტი, რომ ვენეციის კომისიისთვის ნათელია, რომ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას საკუთარი ინტერესების მიხედვით გეგმავს.

„სწორედ ამიტომ, ეს პოლიტიკური კონტექსტის რეკომენდაცია გათვალისწინებული უნდა იყოს მმართველი გუნდის მიერ, თუ მათ რეალურად სურთ შეასრულონ ის სულისკვეთება, რომელიც არის ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში. ამის იმედი რა თქმა უნდა არ მაქვს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. მე არ მოველი, რომ შინაარსობრივი საფუძვლიანი ცვლილებები შევა ამ კანონში, იმიტომ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დღევანდელი ხელისფლებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სრული კონტროლის დამყარება უზენაესს სასამართლოზე რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა