საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის პირობების შექმნა და ორგანიზების გაწევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის პირობების შექმნა და ორგანიზების გაწევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

“სისხლის სამართლის კოდექსს” ახალი მუხლი დაემატა, რომლის გათვალისწინებით, პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა ან ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, – გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. ხოლო აღნიშნული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ამასთან, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელმაც ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შექმნა შესაბამისი პირობები და ორგანიზება გაუწია მას პირის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენას.

“სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებები 78 ხმით დაამტკიცეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს