გიორგი ბაჩიაშვილი - როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები გარანტი, რომ თანაინვესტირების ფონდი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება იმის გარანტი, რომ თანაინვესტირების ფონდი სამომავლოდ მუშაობას წარმატებით გააგრძელებს.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილმა თანაივესტირების ფონდის ახალ ხელმძღვანელს, მის შემცვლელს, ცოტნე ებრალიძეს წარმატებები უსურვა.

„მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე ჩვენს შესანიშნავ გუნდთან ერთად გვქონდა საშუალება დაგვეფუძნებინა და გვემართა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი, მოგვეზიდა ინვესტიციები და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგვეხორციელებინა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ფონდის წარმატება ძლიერი გუნდის შედეგია, ჩვენ მოვიზიდეთ ქართველი პროფესიონალები საერთაშორისო განათლებით და გამოცდილებით. მე ვამაყობ, რომ ფონდის შიგნით არსებობენ ისეთი პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ეფექტურ მართვას. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები იმის გარანტი, რომ ფონდი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას თავის მანდატის შესაბამისად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც მან მთელს ჩვენს გუნდს გამოუცხადა. ჩვენ გვჯერა, რომ ფონდის თითოეული პროექტი დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ყოველ მცხოვრებზე. დღეის მდგომარეობით ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს და მათში ჯამში დასაქმებულია ათი ათასამდე ადამიანი. მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ცოტნე ებრალიძეს ახალი გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს