ხვალ საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ხვალ, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმი დაგეგმილია, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ვიზიტის ფარგლებში.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო- სამრეწველო პალატიდან მიაწოდეს.

როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის. ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია. ღონისძიებაზე პრეზენტაციებით წარსდგებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები ქართულ და კვიპროსულ კომპანიებს შორის. ორმხრივი ბიზნეს ინტერესების სფეროებია: საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, საერთაშორისო გადაზიდვები და სხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა