დედაქალაქში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალი და ჯანსაღი ხე-მცენარეების დარგვა დაიწყო

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დაავადებული და გამხმარი ფიჭვების გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ახალი, ჯანსაღი ხეების დარგვა დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ხეების დარგვა ამ ეტაპზე კარტოზია-ცინცაძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯამში 60 ძირი, 4 მეტრზე მაღალი უნაყოფო თუთა დაირგვება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად ახალი და ჯანსაღი ხეები აღმაშენებლის გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე და დიდუბის ხიდთან დაირგო.

სამუშაოებს თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს