მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით,  საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

მმართველი გუნდი პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომამდე, კიდევ ერთი კონსულტაციის გამართვას და უმრავლესობის ფორმატში შეკრებას გეგმავს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საპარალამენტო უმრავლესობის სხდომა 18 აპრილს, 10:00 საათზე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისშია დაგეგმილი.

12:00 საათზე კი, პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იგეგმება.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ხვალვე მოუსმენენ ამავე თემაზე სახალხო დამცველს, თუკი ეს დროში მოესწრება.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარალმენტს დღევანდელ სხდომაზე უნდა განეხილა, თუმცა ოპოზიციის წინააღმდეგობის გამო განხილვის პროცესი ვერ დაიწყო და სხდომა დაიხურა.

იხილეთ ვიდეო: მოსამართლეების არჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვა 18 აპრილისთვის გადაიდო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა