ირაკლი კობახიძე - პარლამენტის და იუსტიციის საბჭოს უნდობლობაზე არა ვენეციის კომისია, არამედ არასამთავრობოები და "ნაცმოძრაობა" საუბრობს

პარლამენტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უნდობლობაზე არა ვენეციის კომისია, არამედ არასამთავრობოები და "ნაცმოძრაობა" საუბრობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ რიგი ჯგუფების მხრიდან არსებობს უნდობლობა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა ვენეციის კომისია დაერწმუნებინა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს უკეთესი სასამართლო იყო, ვიდრე დღეს არის.

"ვენეციის კომისიის დასკვნაში არ წერია, რომ არსებობს პარლამენტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ უნდობლობა. იქ წერია, რომ გარკვეული სუბიექტების მხრიდან გამოითქვა უნდობლობა იუსტიციის საბჭოს მიმართ და იქვე მითითებულია, რომ ვენეციის კომისიას ამის გადამოწმება არ შეუძლია ანუ ეს არ არის მათი პოზიცია. ვენეციის კომისიას მიაწოდეს ეს ინფორმაცია გარკვეულმა სუბიექტებმა - არასამთავრობოებმა, "ნაცმოძრაობამ" და ა.შ. რომ ვითომ ადეიშვილის სასამართლო უფრო კარგი სასამართლო იყო. რაც შეეხება პარლამენტის მიმართ უნდობლობას, ასეთი რამ არ არის ჩაწერილი. იქ წერია, რომ უმჯობესია თანდათანობით შეივსოს სასამართლო. ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა