ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მგონია, რომ უნდა ამოვიღოთ, რათა არ გახდეს სალაპარაკო

მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ უნდა ამოვიღოთ გამოცდები, რათა ეს ყველაფერი არ გახდეს სალაპარაკო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულთან მიმართებით, საბოლოო პოზიცია ხვალ შეჯერდება. კობახიძის განმარტებით, დასკვნაში აღნიშნულ საკითხზე აპრიორი მოთხოვნა არ ყოფილა.

„გამოცდის საკითხზე არის რეკომენდაცია, თუმცა აპრიორი არ მოითხოვს ვენეციის კომისია გამოცდის ამოღებას. იქ არის გარკვეული ტექნიკური საკითხი. წერია ერთი მხრივ, რომ უნდა იყოს შერჩეული გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი და იქვე წერია გამოცდა. არის რეკომენდაცია, რომ ან ერთი უნდა ეწეროს ან მეორე. აპრიორი არ მოითხოვს გამოცდების ამოღებას. ამაზე გვექნება ხვალ მსჯელობა. მიუხედავად იმის, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ უნდა ამოვიღოთ, რათა არ გახდეს სალაპარაკო ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს