ეუთო - პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის არჩევაზე გავლენის მოხდენა პროცესის პოლიტიზაციის რისკებს შეიცავს და შესაძლოა, ავნოს სასამართლოს დამოუკიდებლობას

მოსამართლეების დანიშვნის დაჩქარებული პროცედურები შეშფოთების საფუძველს ქმნის, - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ (ODIHR) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადებულ სამართლებრივ მოსაზრებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს, გამოქვეყნდა.

ეუთოს აზრით, მოსამართლეების დანიშვნის თითოეულ ეტაპზე ზრუნველყოფილი უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმები, რათა საბოლოოდ საუკეთესო კანდიდატები დაინიშნონ, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევა ძირს უთხრის დამსახურებებზე დაფუძნებულ შერჩევის სისტემას და უნდა ჩანაცვლდეს პროცედურით, რომლის ფარგლებში კანდიდატების დანიშვნა მკაფიოდ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმებით მოხდება. გარდა ამისა, დარეგულირებული უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი.

“იმის გათვალისწინებით, რომ უზენაეს სასამართლოში ვაკანტური პოზიციების ¾ შესავსები იქნება მომდევნო თვეებში, ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მოსამართლეების შერჩევა მოხდეს მკაფიოდ განსაზღვრული და უდავო პროცედურის შედეგად და ყველაზე კვალიფიცირებული და გამოცდილი კანდიდატები დაინიშნონ. ამ კონტექსტში კანონპროექტით გათვალისწინებული მოსამართლეების დანიშვნის დაჩქარებული პროცედურები შეშფოთების საფუძველს ქმნის.

ODIHR-ს ასევე სურს დააფიქსიროს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის არჩევა პარლამენტის მიერ და მის საბოლოო შემადგენლობაზე გავლენის მოხდენა პროცესის პოლიტიზაციის რისკებს შეიცავს და შესაძლოა, ავნოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. აღნიშნული რისკის შესამცირებლად პარლამენტის როლი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მკაცრად უნდა შეიზღუდოს საზედამხედველო როლით.

კანონპროექტის გაუმჯობესების მიზნით ODIHR შემდეგი რეკომენდაციებით გამოდის:

უზენაეს სასამართლოში მოსამართლის პოსტზე მოსახვედრად პროფესიული გამოცდილების წლოვანება უნდა გაიზარდოს და არამოსამართლე კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდები სხვა ტესტებით უნდა ჩანაცვლდეს, რომელიც ყველა კანდიდატთან მიმართებაში გამოიყენება.

იმ შემთხვევაში თუ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მონაწილეობს, მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შერჩევის/დანიშვნის პროცედურებში, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ან როგორც ალტერნატივა, ვიდრე განაცხადს შეიტანს უზენაეს სასამართლოში, მან უნდა დატოვოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, - ნათქვამია ეუთოს ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა