აბიტურიენტების კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი უპასუხებს

18 აპრილის, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი უშუალოდ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელის ნანა ლოლაძისაგან მიიღოს.

განათლების სამინისტროს ცნობით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.

პროექტის მიზანია, რომ აბიტურიენტებს კიდევ ერთი დამატებითი საშუალება მიეცეთ მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების განსახილველად. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდების შინაარსობრივი ნაწილის გარდა, ყველა იმ საკითხზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც საგამოცდო პროცესს უშუალოდ შეეხება. მთელი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ღია კარის დღეებიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა. 7 მაისის 18:00 საათამდე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს შეეძლებათ საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა მათ მიეცემათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა