სალომე სამადაშვილი უმრავლესობის შეხვედრაზე - ბიძინა ივანიშვილის მითითებას ელოდებიან, მის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მითითებას ელოდებიან - ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ ხვალინდელ შეხვედრას.

“ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართება ადამიანის მიერ, რომელსაც საერთოდ არანაირი არჩეული თანამდებობა არ უკავია. ეს არის მაჩვენებელი ქაოსის, რომელიც კიდევ ერთხელ დამყარდა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შედეგად", - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.

მმართველი გუნდი პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომამდე, კიდევ ერთი შიდა კონსულტაციის გამართვას და უმრავლესობის ფორმატში შეკრებას გეგმავს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 18 აპრილს, 10:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება.

12:00 საათზე კი, პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იგეგმება.

როგორც “ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ხვალვე მოუსმენენ ამავე თემაზე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, თუკი ეს დროში მოესწრება.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარალმენტს დღევანდელ სხდომაზე, მეორე მოსმენით - მუხლობრივად უნდა განეხილა, თუმცა ოპოზიციის წინააღმდეგობის გამო განხილვის პროცესი ვერ დაიწყო და სხდომა დაიხურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო