საქართველოში გლობალური სტარტაპ ფონდი იქმნება

„სილიკონ ველი თბილისისა“ და „ისრაელის სილიკონ ვადის“ პარტნიორობის ფარგლებში გლობალური სტარტაპ ფონდი ქართველ სტარტაპერებს მრავალმილიონიან ინვესტიციაზე გაუხსნის წვდომას.

გლობალური სტარტაპ ფონდის მიზანი საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების პროცესის მხარდაჭერა, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშეწყობაა.

ფონდის დაფინანსება ხდება „ისრაელის სილიკონ ვადის“ მიერ, რომლის ინვესტორებიც კაპიტალის ინვესტირებას განახორციელებენ ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური აპლიკაციები, ფინტექი, P2P პლათფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი. განიხილება სხვა ინდუსტრიებში არსებული გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ სტარტაპებმა რეგისტრაცია გაიარონ და საკუთარი ბიზნესის განვითარების გეგმა წარადგინონ. დარეგისტრირებული კანდიდატებიდან შერჩეული სტარტაპები „სილიკონ ვადის“ ენჯელ ინვესტორებს შეხვდებიან. პარტნიორობის პირობები ყველა შერჩეულ კანდიდატთან ინდივიდუალურად იქნება განხილული.

გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში.

პროექტში ჩართულია ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეულ სტარტაპებს უზრუნველყოფს დეველოპერების და ტექნოლოგიების მთავარი მენეჯერის სერვისებით 5 თვის განმავლობაში, აგრეთვე, ფასდაკლებული სერვისებით ვებდიზაინის, სტრატეგიული კონსულტაციის, მარკეტინგული კონსულტაციის, ფინანსური და მენეჯერული კონსულტაციის, ლეგალური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც ჯამში 30,000$-ის ღირებულებას შეადგენს.

სტარტაპერებისთვის მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 აპრილია, ხოლო ფონდის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ინვესტორები კი შეხვდებიან ფინალურ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრებენ. დღის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებული სტარტაპები, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს