ეკა ბესელია კობახიძეზე - ცნობილი ქართული ფილმის არ იყოს, გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთ ეს თქვენი გაგორებული თავმჯდომარეო, იმ მდგომარეობაშია უკვე

ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე მოეგოს გონს. მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების და პლენარულ სესიაზე მომხდარი ინციდენტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. ეკა ბესელიას თქმით, სახეზეა საპარლამენტო კრიზისი, რომლის სათავეშიც მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მიმღები პირები არიან.

„ეს არის საპარლამენტო კრიზისი. ამას ასე ჰქვია. ამ კრიზისის მთავარი სათავე არის პირველ რიგში გადაწყვეტილების მიმღები პირები და პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული კობახიძე.

კობახიძეს პარლამენტში არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილი, რომ ხელი ჩასჭიდოს და როგორც ამას უმრავლესობის სხდომაზე აკეთებს ხოლმე, ხან ჩემთან მოჰყავს ბოდიშის მოსახდელად, ხან კარებისკენ მიუთითებს. აქ არ ჰყავს ივანიშვილი, რომ მოკიდოს ხელი და სწორი მიმართულებები მისცეს, ამიტომ, ვიდრე საპარლამენტო დარბაზში მისი გამოჩენის აუცილებლობა დადგება პირდაპირი მნიშვნელობით და ვიდრე ეს პარლამენტი მართლაც პოლიტიკურ ხანძარში გაეხვევა, იქამდე ვიღაცას ჭკუა უნდა ეყოს და გამოიყვანოს ამ კრიზისული სიტუაციიდან პარლამენტი.

კობახიძის წყალობით სადამდეც მივედით, ეს ჩანს. თუ დარჩა ვინმე პატრონი ამ მმართველ პარტიაში, განსაკუთრებით ამ კრიზისული სიტუაციიდან გამომყვანი, ამაზე უფრო აუცილებელი დრო არ ვიცი მე რა არის.

თავიდან ჩამოვთვალო რა თანამდებობებზე ვთქვი უარი? მე მგონი მოსაბეზრებელი გახდა. მე ვთქვი, რომ ასეთი სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არ ვიქნებოდი. არ დავეთანხმე ვიცე-სპიკერობას, ჩემი თანამდებობაც დავტოვე იმიტომ, რომ ის სია შემეჩერებინა და ეს შეშინებული კობახიძე, რომელიც ჩინჩალაძეს ლამის ფეხქვეშ გაეგო, როგორმე ამ ვითარებიდან რომ გამოსავალი მოძებნილიყო, მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ჩემი გადადგომა იყო აუცილებელი ნაბიჯი. თანამდებობებს ვინ არის გამოკიდებული კარგად ვხედავთ. ჩემი მისამართით მაინც სირცხვილია, ნუ იყენებს ასეთ ტერმინებს.

კობახიძე გინდ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარედ, გინდ არა, ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის არ იყოს, გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთ ეს თქვენი გაგორებული თავმჯდომარეო, ახლა იმ მდგომარეობაშია უკვე. მის პატრონს, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მოკიდოს ხელი, როგორც ერთხელ ჩაკიდა ხელი უმრავლესობის სხდომაზე და ჩემთან მოიყვანა ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ ჩემს სიახლოვეს არ მოვუშვი, ხელი მოკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს, სანამ პოლიტიკურ ხანძარში გაახვია ეს პარლამენტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს