გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 18 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 18 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), იუმაშევის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 X კვარტლის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, ვარკეთილი-3 I კვარტლის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, შუამთის, გაბაშვილის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ვლადიმერ დავითაშვილის და ზაზა დამენიას ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და ვარკეთლი-3 ზემო პლატოს მცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება:კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების და სოფელი დიდი ლილოს მცხოვრებლებს.

ასევე, საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის (ნაწილობრივ) და ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, ლუბლიანას, გიორგი ტერევენკოს, ჩაჩავას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გუდაუთის, მირცხულავას, აგლაძის, ხოშარაულის და ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის და კახაბერ კაციტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში,10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართლის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, დაისის, კნოლევის, ღოღობერიძის და ქსოვრელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში ამავე მიზეზით, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის მოედნის, მარჯანიშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.