განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების სამინისტრო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცენტრთან ითანამშრომლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სან ფრანცისკოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცენტრის წარმომადგელების ოფიციალური მიწვევით იმყოფება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ფარგლებში შექმნილი, სან-ფრანცისკოს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფორუმის ცენტრის წარმომადგენლებთან განათლების მინისტრმა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირებისა და საგანმანათლებლო სივრცეში ტექნოლოგიური მიმართულებების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, სან-ფრანცისკოს მეოთხე ინდუსტრიული რევოლიციის ფორუმის ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესებით დაინტერესდნენ. განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რაც განათლების სექტორში დაფინანსების ზრდას გულისხმობს.

შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს (WEF) შორის თანამშრომლობის ფარგლებში განათლების სფეროს მიმართულებით განსახორციელებელ გეგმებს. მხარეებმა ასევე განიხილეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ფარგლებში არსებული ინიციატივა - „ევრაზიის ახალი ხედვა“ (New Vision for Eurasia), რომელიც რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის ახალი პლატფორმის შექმნას გულისხმობს. თავის მხრივ, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოსთვის და მთლიანად ევრაზიისთვის ახალი ინიციატივის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო