სულხან ღლონტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, B Talks-ის ფარგლებში, ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო „ბია“-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დეპარტამენტის თავმჯდომარემ სერვისის გაუმჯობესებისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას, რომელსაც აჭარაში მოქმედი 150-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ბაზრების ათვისების გზები, ბიზნესის უფლებების დაცვა და რეგიონში ტურიზმის განვითარება განიხილეს. ბიას წარმომადგენლებმა სტუმრებს აჭარის რეგიონის შემაჯამებელი სტატისტიკა წარუდგინეს და რეგიონული ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელსაც საქართველოს ბიზნესომბუცმენი ირაკლი ლექვინაძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგო პეტრიძე ესწრებოდნენ.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს რეგიონში ტურიზმის განვითარების, სერვისის გაუმჯობესებისა და აჭარის პოპულარიზაციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია აჭარა ვაქციოთ ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად, რასაც ემსახურება კიდეც ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, როგორც მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შექმნის, ასევე რეგიონის რეკლამირების კუთხით. ჩვენ მოვამზადეთ აჭარის ტურიზმის განვითარების სტრატეგია 2019-2025, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ. ეს იქნება მთავარი დოკუმენტი, რომელითაც ბიზნესსექტორი თავიდანვე მიიღებს ინფორმაციას, რას გეგმავს აჭარის მთავრობა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა სულხან ღლონტმა ბიზნესს სექტორთან შეხვედრისას.

B Talks ბათუმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მხარდაჭერით გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო