ეკატერინე გალდავა  უზბეკეთში, აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიწვევით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები და სემინარები, სადაც მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს ქალთა მმართველობისა და მათი როლის შესახებ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

კონფერენციის მონაწილეებს ეკატერინე გალდავამ ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და ამ პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

,,ეს ფორმატი საკუთარი შინაარსით საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან წამყვანი კომპანიების ლიდერ ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საშუალება ეძლევათ თავიანთი ქვეყნის გამოცდილება და გამოწვევები ერთმანეთს გაუზიარონ. შევიმუშავოთ სტრატეგია მეტად განვავითაროთ საკუთარი თავი , რომ შემდგომ მოლაპარაკებები სწორად და ეფექტურად წარვმართოთ. ეს არის უნიკალური პლათფორმა, რაც გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ სირთულეებსა და მიღწევებზე, რაც არსებობს ქალების მმართველობასთან დაკავშირებით და ასევე, ერთობლივად ვიმსჯელოთ და ვეძებოთ მათი მარტივად გადაწყვეტის გზები“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

ტაშკენტი საერთაშორისო კონფერენციას აზიის განვითარების მანკის მხარდაჭერით 16-17 აპრილს მასპინძლობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო