გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე თოვლში ჩარჩენილი მგზავრები უკვე გამოიყვანეს

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე თოვლში ჩარჩენილი მგზავრები უკვე გამოიყვანეს. ისინი თოვლში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ დროისთვის გუდაურიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია.

„გზაზე იყო პრობლემა. გუდაურში რამდენიმე მანქანა ჩარჩა თოვლში, რამაც გამოიწვია გზაზე შეფერხება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა არის გახსნილი და ამ წუთებში არავინ არის ჩარჩენილი. ის მგზავრები, რომლებიც ჩარჩენილი იყვნენ, გამოიყვანეს. მაშველების დახმარება არავის სჭირდება. ახლა ნებისმიერ მსურველს, გუდაურიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, მოძრაობა თავისუფლად შეუძლია“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა