თორნიკე რიჟვაძე - მადლობა ქართველებს ინეგოლიდან, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ენას და ტრადიციებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, დღეს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ინეგოლის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ბათუმს პროექტის „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ ფარგლებში სტუმრობენ.

თორნიკე რიჟვაძემ თურქეთში მცხოვრები ქართველების და მათ მიერ ქართული ტრადიციების შესახებ ისაუბრა.

,,ქართველები ინეგოლში აჭარიდან XIX საუკუნეში გადასახლდნენ და მიუხედავად ამისა, დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ენას და ტრადიციებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალ თაობებშიც გაგრძელდეს ქართული ენისა და კულტურის სიყვარული“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ინეგოლიდან ჩამოსული 40-მდე ქართველი კონცერტს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში გადასახლებულ ქართველთა ნაწილი საქართველოში პირველად ჩამოვიდა. პროექტის მიზანია, ქართულ საზოგადოებას გააცნოს ინეგოლში მცხოვრები ჩვენებურების მიერ 150 წლის განმავლობაში უცვლელად შემონახული უნიკალური კულტურა.

2018 წელს, კონსერვატორიისა და ფონდ „ქართული გალობის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქალაქ ინეგოლში შეიქმნა ახალგაზრდების, ხოლო ინეგოლის სოფელ ჰაირიეში – სხვადასხვა ასაკის ადგილობრივი მომღერლებისგან დაკომპლექტებული გუნდები, რომელთა ნაწილიც ძველი მომღერლების შთამომავლები არიან. პროექტი ითვალისწინებდა 1960-იან წლებში ჩაწერილი მივიწყებული სიმღერებისა აღდგენას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს