საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა მედიის განვითარების ფონდის, მედიაკლუბის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა შეეხებოდა ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი დასაბუთებული მოსაზრებების დეტალურ განხილვას და ინფორმაციის დაზუსტებას.

მათივე ცნობით, თემატური მოკვლევის ჯგუფი აპრილის თვის განმავლობაში ზეპირ მოსმენებს ყველა იმ 17 ორგანიზაციასთან ატარებს, რომელთაც წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს.

„დღემდე მოკვლევის ჯგუფმა 11 ორგანიზაციასთან გამართა შეხვედრა. დღევანდელ შეხვედრაზე სამი ორგანიზაციის წარმომადგენელს მოვუსმინეთ და გამოვიკვლიეთ ის საკითხები თუ რა მტკიცებულებას ეყრდნობა მათ მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები. ჩვენ ასევე შევეხეთ თუ რომელი სახელმწიფო უწყებები მოვიწვიოთ ამ პროცესში. გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არსებული შეკითხვები. მათი მონაწილეობა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება საკითხზე სწორი დასკვნების მომზადებისთვის,“ - განაცხადა ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ნინო გოგუაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობითვე, შემდეგ ეტაპზე ზეპირი მოსმენები აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებთან გაიმართება. მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს შეიმუშავებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირ მოსმენას ნინო გოგუაძის გარდა, ირინა ფრუიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ბოკერია და ჯგუფის მკვლევარი გიორგი გობრონიძე ესწრებოდნენ.

პროექტის მხარდამჭერია ვესტმისნტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა