საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმხრივი საინვესტიციო პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა, ფეისალ ალ-ფაიეზმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

მათივე ცნობით, ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ აღიარებული საუკეთესო რეფორმატორი ქვეყანა, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, იორდანიას ამ მიმართულებით გამოცდილება გაუზიაროს.

ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს.

მამუკა ბახტაძემ იორდანიაში ფინანსთა მინისტრის რანგში ვიზიტი გაიხსენა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები და შეთანხმებები შედგა. იორდანიის სენატის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების საფუძველი გახდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო