პერუს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალან გარსია, რომელმაც თავის მოკვლა სცადა, გარდაიცვალა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მასთან სახლში პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა. ექსპრეზიდენტი კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი. თუმცა, გარსიამ თვითმკვლელობა სცადა.

ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს როგორც „ძალიან კრიტიკული“. მას გული სამჯერ გაუჩერდა და კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

ალან გარსია პერუს პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით იკავებდა - 1985-1990 და 2006-2011 წლებში.

იხილეთ ვიდეო: პერუს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაკავების დროს თვითმკვლელობა სცადა გარდაიცვლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა