გიორგი ჯანჯღავა სამუშაო ვიზიტით ალბანეთს ეწვია

ალბანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრები გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, გენტ ცაკაისთან, გარემოსა და ტურიზმის მინისტრთან, ბლენდი კლოსისთან და ასევე, ტირანას, დურრესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსთან - ანასტასიოსთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ხაზი გაუსვა ამ გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს ალბანეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ განვითარებას, ისევე როგორც ქვეყნებს შორის მაღალი დონის კომუნიკაციის უზრუნველყოფას.

„ალბანეთის გარემოსა და ტურიზმის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ამ სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გამოყენება და ტურისტული მიმოსვლის ზრდა. ალბანეთის გარემოსა და ტურიზმის მინისტრმა გამოთქვა სურვილი, ალბანურ ტუროპერატორებთან და ჟურნალისტებთან ერთად ეწვიოს საქართველოს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ელჩი ალბანეთის რესპუბლიკას 2019 წლის 16-17 აპრილს ეწვია, ვიზიტის ფარგლებში მან რწმუნებათა სიგელები გადასცა ალბანეთის პრეზიდენტს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს