ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად 18 აპრილს მივა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აპირებს, რომ 18 აპრილს მივიდეს პროკურატურაში და დედამისის გარდაცვალების თაობაზე საქმის მასალებს გაეცნოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაჩანა შენგელიამ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ საქმეში შესაბამისი სტატუსი არ აქვს, საქმის მასალების გაცნობის თაობაზე შეთავაზება თავად გენერალური პროკურატურისგან მიიღო, რასაც ის დათანხმდა და საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა

„ადვოკატთან ერთად ვაპირებ მივიდე და გავეცნო საქმის მასალებს, შევხვდე შესაბამის პირებს და გავარკვიოთ დეტალები. ეს ის დავა არის, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვეა გვაქვს და ისინი სტატუსის მონიჭებაზე უარს გვეუბნებოდნენ. დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მოუციათ, პროცესუალურად ცოტა გაუგებარია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასეთი რამე გათვალისწინებული არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ამ შეთავაზების მიღებას ვაპირებთ. პროკურატურაში 18 აპრილს, დღის განმავლობაში მივალთ, დროს კი დავაზუსტებთ.

ჩვენ 18 აპრილს, 11 :00 საათზე ბრიფინგი გვქონდა დაანონსებული ექსპერტიზისა და პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მივიღეთ გენერალური პროკურატურისგან შეხვედრის თაობაზე შეთავაზება“, - განცხადა შენგელიამ.

ამასთან, ბაჩანა შენგელიას განმარტებით, დედამისის გარდაცვალების თაობაზე დაწყებული გამოძიება რომ ბოლომდე მივა, ამის იმედი თითქმის აღარ აქვს, რადგან საგამოძიებო უწყების მხრიდან ამ მხრივ ნაბიჯი ვერ დაინახა.

„საქმის გაცნობის მხრივ, ეს პირველად გადადგმული ნაბიჯია პროკურატურის მხრიდან, რისთვისაც ბევრი ვიმოქმედეთ. რაც შეეხება გამოძიებას, კონკრეტული ქმედებები არ არის და ამიტომ იმედი თითქმის აღარ მაქვს. არცერთი თანამდებობის პირი არ არის გადაყებული, მხოლოდ დროებით გადააყენეს ის, ვინც ამ საქმეში სავარაუდოდ მონაწილეობდა. ამათი გადადგომის გარეშე საქმეზე საჭირო გადაწყვეტილება ვერ დადგება. შესაბამისად, თითქმის იმედი არ მაქვს. მცირე იმედი გამიჩნდა მხოლოდ იმ მხრივ, რომ დღეს დამიკავშირდნენ საქმის მასალების გაცნობის თაობაზე და როცა გავეცნობი, დავინახავთ, რაც არის გაუკეთებელი ამ საქმეში“, - განაცხადა შენგელიამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა ბაჩანა შენგელიას სთავაზობს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მას შეხვდებიან საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელები, სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა